Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სპეციალურმა ძალებმა კონტროლზე აიყვანეს ლიბიის სანავთობო ტანკერი


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმმა დესანტირება მოახდინა და თავის კონტროლს დაუქვემდებარა აღმოსავლეთ ლიბიის პორტში მდგარი ტანკერი, რომელიც მეამბოხეებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპერაციის დროს, რომელიც წუხელ განხორციელდა კვიპროსის სამხერთ-აღმოსავლეთ საერთაშორისო წყლებში,- არავინ დაშავებულა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია ლიბიისა და კვიპროსის თხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით განხორციელდა. გასულ თვეში სამმა შეიარაღებულმა ლიბიელმა ხელთ იგდო ჩრდილოეთ კორეის დროშით მცურავი, გადაუმუშავებელი ნავთობით დატვირთული ტანკერი და იგი უკანონოდ გადაიყვანა მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ლიბიის ას სიდრის პორტში.
XS
SM
MD
LG