Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ახალი პროექტი დაიწყო


საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და კომპანია „აი-სი-ი-ეს-მა“ (ICES) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ახალი სახეობის სამშენებლო მასალების წარმოების შესახებ. შეთანხმების გაფორმების ცერემონიალზე სასტუმრო„ქორთიარდ მარიოტში“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ: „ასეთი პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა ეკონომიკის გაძლიერებისთვის.“ ახალი პროექტი ითვალისწინებს ე.წ. სენდვიჩ-პანელების წარმოების დაწყებას, რომელიც გამოიყენება სამშენებლო სფეროში. ის 90%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას და ხელს შეუწყობს სამშენებლო ხარჯების შემცირებას. ახალი საწარმო განთავსდება რუსთავის გზატკეცილზედა აღჭურვილი იქნება თანამედროვე იტალიური დანადგარებით. კომპანია პირველ პროდუქციას 10 თვეში გამოუშვებს და მისი ნახევარი განკუთვნილია საექსპორტოდ. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG