Accessibility links

logo-print

რუსეთი „უკრაინის მხარდამჭერთა“ ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის შექმნას, რომელიც უკრაინელებს დაეხმარება ქვეყანაში შექმნილი ვითარების მოწესრიგებაში. რუსეთის აზრით, ჯგუფის შემადგენლობა უკრაინის ყველა პოლიტიკური ძალისათვის უნდა იყოს მისაღები და იგი უკრაინის მრავალეროვნული ხალხის ინტერსების პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, პოლიტიკური კრიზისის ჯგუფის წევრებმა იმ შეთანხმების შესრულება უნდა უზრუნველყოს, რომელიც 2014 წლის 21 თებერვალს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა მოაწერეს ხელი.
XS
SM
MD
LG