Accessibility links

ევროკავშირ-რუსეთის სამიტი აღარ გაიმართება


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს რუსეთის ხელისუფლების წვერთა მიმართ სავიზო სანქციებისა და ქონების გაყინვის ზომებზე იმსჯელებენ. მოელიან, რომ სანქციების შესახებ განცხადებას დღის ბოლოს აშშ-იც გააკეთებს. ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადების პროექტი, რომელსაც ჩვენი რადიოს ბრიუსელელი კოლეგა გაეცნო, „მკაცრად გმობს“ ყირიმში კვირას გამართულ „უკანონო“ რეფერენდუმს. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირ-რუსეთის სამიტი, რომელიც ივნისში სოჭში უნდა გამართულიყო, აღარ გაიმართება. ევროკავშირი ადასტურებს ასევე, რომ ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს უკრაინასთან 21 მარტს ბრიუსელში მოეწერება ხელი.
XS
SM
MD
LG