Accessibility links

logo-print

შიკორსკი: „ყირიმის ანშლუსი უპასუხოდ არ დარჩება“


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 17 მარტს ბრიუსელში შეიკრიბნენ, უკანონოს უწოდებენ ყირიმში გამართულ რეფერენდუმს და აცხადებენ, რომ ევროპამ ეკონომიკური სანქციებით „რაც შეიძლება მკაცრი სიგნალი უნდა გაუგზავნოს რუსეთს“. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ რუსეთის ქმედებას ყირიმში „ანშლუსი“ უწოდა.
„ჩვენ სახეზე გვაქვს ყირიმის ანშლუსი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უპასუხოდ არ დატოვებს. რეფერენდუმი არ იყო არც კონსტიტუციური და არც კანონიერი და ყირიმის არჩევანს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი გააკეთებს იმას, რისი გაკეთების პირობაც დადო,“ - განაცხადა შიკორსიმ. ყირიმის რუსეთთან მიერთებას, ბოლო არაოფიციალური მონაცემების თანახმად, მოსახლეობის 96,6 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ოფიციალური კიევი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები რეფერენდუმს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. რუსეთი მას ლეგიტიმურად აღიარებს. რუსეთის დუმა აპირებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში მიიღოს.
XS
SM
MD
LG