Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: საქართველო არ აღიარებს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს


საქართველო ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს რასაკვირველია, არ აღიარებს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, საქართველო ისევე, როგორც მთელი დემოკრატიული სამყარო, პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რაც ყირიმში ხდება. შეკითხვას, მოსალოდნელია, თუ არა მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაია ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია. "ყოველ შემთხვევაში, ყირიმის რეფერენდუმისადმი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გარკვეულწილად უნდა იყოს გაფრთხილება სხვებისთვისაც, ვინც მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას მოინდომებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთთან შეერთების თაობაზე ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს მიესალმნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტები ანქვაბი და თიბილოვი.
XS
SM
MD
LG