Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმის სუვერენიტეტის აღიარებას


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინის ყირიმის რეგიონს სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს. რუსეთის მედიაში გავრცელდა კრემლის პრეს-სამდივნოს ცნობა - რომ პუტინმა ბრძანებას ხელი ორშაბათს მოაწერა. ცოტა ხნით ადრე ყირიმის რეგიონულმა პარლამენტმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ოფიციალურად ითხოვა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება. კვირას ყირიმის პრო-რუსულად განწყობილმა მმართველებმა რეფერენდუმი ჩაატარეს, რომელზეც ყირიმის რუსეთთან მიერთებას მოსახლეობის 96-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. აშშ და ევროკავშირი უარს ამბობენ რეფერენდუმის შედეგების აღიარებაზე და აცხადებენ, რომ ის უკრაინის და საერთაშორისო კანონების თანახმად უკანონო იყო. ყირიმის გამო დასავლეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის და უკრაინის მოხელეებს. პუტინის მთავრობა რეფერენდუმს კანონიერად მიიჩნევს. ამ ქვეყნის კანონმდებლებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც ყირიმის ანექსირებას უხსნის გზას.
XS
SM
MD
LG