Accessibility links

logo-print

გაეროს ჯგუფი ჩრდილოეთ კორეის მიერ უფლებების დარღვევას ადარებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულებს


გაეროს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებების დარღვევაზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე“, რომელთა შემზარაობა მოგვაგონებს ნაცისტური გერმანიის, სამხრეთ აფრიკის აპართეიდული რეჟიმის და კამბოჯის „წითელი კხმერების“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მაიკლ კირბი ამ განცხადებით გამოვიდა ორშაბათს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე. ჩრდილოეთი კორეის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გასულ თვეში გამოქვეყნდა 400 გვერდისგან შემდგარი ანგარიში, რომელიც აღწერს ადამიანთა განადგურებას, მონობას და სექსუალურ ძალადობას. კირბის თქმით, „წარმოუდგენელი სისასტიკის სიმძიმე, მასშტაბი, ხანგრძლივობა და ფორმა“ მიანიშნებს ტოტალიტარულ სახელმწიფოზე, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. ორშაბათის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ჩრდილოეთი კორეის ელჩმა. ანგარიში უარყო ჩინეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG