Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის კონტრდაზვერვა შპიონაჟში ადანაშაულებს რუს დიპლომატს


ლიტვის კონტრდაზვერვა რუს დიპლომატს შპიონაჟში ადანაშაულებს – ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს დასავლეთის პრესამ გაავრცელა. ლიტვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ დიპლომატი ცდილობდა გადაებირებინა ლიტვის სახელმწიფო მოხელე, რათა მისგან მიეღო „საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაცია“ ქვეყნის ევროკავშირის წარმომადგნელობის შესახებ. „ინფორმაციის გაცემისთვის ფულადი ჯილო იყო დაპირებული“, აღნიშნულია ანგარიშში. შპიონაჟში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატის ვინაობა არ მჟღავნდება.
XS
SM
MD
LG