Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: „ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზები“


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფიქრობს, რომ უკრაინაში კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზები ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა მზადაა, სანქციების მასშტაბი გაზარდოს, რომელიც რუსეთისა და მისი ოფიციალური პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ობამას განცხადებითვე, მომავალ კვირას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რიგ ევროპულ ქვეყნებს ესტუმრება და მათ ლიდერებთან უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავადაც აპირებს უახლოეს პერიოდში ევროპაში ვიზიტს, თუმცა ვიზიტის მიზანი არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG