Accessibility links

logo-print

უკრაინა ჯერ არ წყვეტს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას


უკრაინა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ. "რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა ჯერ მიზანშეუწონელია. რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად ომი ჩვენთვის ჯერ არ გამოუცხადებია. ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიური ზეწოლის შედეგად, კონფლიქტი დადებითად გადაწყდება და ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება", – აღნიშნა იარემამ. მისივე თქმით, უკრაინა რუს ხალხს ყირიმის ოკუპაციაში არ ადანაშაულებს, დამნაშავე რუსეთის ხელისუფლებაა, რომელიც, „ადრე თუ გვიან შეიცვლება და ორ ხალხს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება".
XS
SM
MD
LG