Accessibility links

logo-print

იაპონია სანქციებს უწესებს რუსეთს უკრაინის მოვლენების გამო


იაპონია უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის მიმართ კომპლექსულ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კისიდამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ კონსულტაციები შეაჩერა. გარდა ამისა, იაპონიის ხელისუფლება გეგმავს შეაჩეროს მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან სამ სავარაუდო ხელშეკრულებაზე, მათ შორის საინვესტიციო თანამშრომლობაზე. იაპონია მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო კანონი, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას.
XS
SM
MD
LG