Accessibility links

კეტრინ ეშტონი უკრაინას მოუწოდებს თავშეკავებული პოლიტიკა განაგრძოს


საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი უკრაინას მოუწოდებს განაგრძოს თავშეკავებული პოლიტიკა ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ეშტონმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. "ჩვენ ვაფასებთ თავშეკავებას, რომელსაც უკრაინა იჩენს კრიზისის საპასუხოდ. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, კვლავ განაგრძოს ეს მიდგომა", – აღნიშნა ეშტონმა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების ყურადღება მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართოს ყველა რეგიონი და ეროვნული უმცირესობა, ასევე ჩაატაროს თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო რეფორმები განახორციელოს.
XS
SM
MD
LG