Accessibility links

logo-print

პუტინი მიმართავს ფედერალურ კრებას ყირიმის საკითხზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყირიმის თაობაზე რუსეთის ფედერალური კრების წინაშე მიმართვით წარდგება. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. "პრეზიდენტის მიმართვა 18 მარტს, 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი", - განუცხადა "ინტერფაქსს" რუსეთის სახელმწიფო დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა ივან მელნიკოვმა. ფედერალური კრების წინაშე ვლადიმირ პუტინი ბოლო მიმართვით 2013 წლის დეკემბერში გამოვიდა.
XS
SM
MD
LG