Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი: უკრაინაში არავინ ზღუდავს რუსულად ლაპარაკს


უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის განცხადებით, რუსულ ენას უკრაინაში მინიჭებული აქვს ოფიციალური სტატუსი და იგივე უფლებები, რაც უკრაინუს რეგიონებში, რომლებშიც, უმეტესწილად, რუსულენოვანი მოსახლეობაა. უკრაინელების სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები ნაწილისადმი მიმართვაში, იაცენიუკმა აღნიშნა, რომ რუსული ენისათვის მინიჭებული გარანტიები ასახულია უკრაინის კონსტიტუციის მე-10 მუხლში და ისინი კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა. იაცენიუკმა აღნიშნა ასევე, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება "არ დგას დღის წესრიგში", განსხვავებით ევროკავშირში ინტეგრაციისაგან - პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევი პარასკევს, ბრიუსელში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს. ამასთან, უკრაინა, მისი განმარტებით, არ განიხილავს ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობას ისე, თითქოს ერთი მეორეს გამორიცხავდეს. იაცენიუკის ამ გამოსვლის ფონია რუსეთის მზადება ყირიმის ანექსიისათვის მას შემდეგ, რაც კვირას ნახევარკუნძულზე გაიმართა რეფერენდუმი უკრაინისაგან ჩამოშორების და რუსეთთან მიერთების შესახებ.
XS
SM
MD
LG