Accessibility links

logo-print

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთში ჩავიდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს ვარშავაში დაიწყო ორდღიანი ვიზიტი პოლონეთსა და ლიტვაში, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ის მხარდაჭერის დასადასტურებლად. ამერიკულ დელეგაციაში მყოფი მაღალი რანგის ოფიციალური პირის ცნობით, ბაიდენი ნატოელ მოკავშირეებს დაუდასტურებს ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ერთგულებას, გამართავს მოლაპარაკებას უკრაინისადმი მხარდაჭერაზე და მომდევნო კვირებში გადასადგმელ ნაბიჯებზე. ვარშავაში ვიზიტისას, ის შეხვდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ბრონისლავ კომოროვსკის, ისევე როგორც ესტონეთის პრეზიდენტს, ტოომას ჰენდრიკ ილვესს.
XS
SM
MD
LG