Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გარიცხეს „დიდი რვიანიდან“


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის განცხადებით, „დიდი რვიანის“ ლიდერებმა ამ გაერთიანების წევრობა შეუჩერეს რუსეთს, ყირიმში მისი მოქმედების გამო. ამის შესახებ ფაბიუსმა დღეს უთხრა საფრანგეთის რადიო „ევროპა 1“-ს. „დიდი რვიანის“ დანარჩენ წევრებს - საფრანგეთს, ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, აშშ-ს, იაპონიას და იტალიას - აქამდე ნათქვამი ჰქონდათ, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას სოჭში ივნისისთვის დაგეგმილ სამიტში.
XS
SM
MD
LG