Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში გრძელდება კახა ბენდუქიძის მოწმედ დაკითხვა


საქართველოს პროკურატურაში გრძელდება აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის მოწმედ დაკითხვა. პროკურატურის განმარტებით, ბენდუქიძის დაკითხვა უკავშირდება აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაციას და მისთვის მრავალმილიონიანი ქონების გადაცემას რეალურზე გაცილებით ნაკლებ ფასად. ამავე საქმეზე დღეს პროკურატურამ მოწმედ დაკითხა განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. მისი განცხადებით, სცადა გამომძიებლისთვის აეხსნა, რომ აგრარული უნივერსიტეტის საკითხი იყო არა პრივატიზაციის, არამედ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და საინვესტიციო პროექტი, რომლის შედეგად თანამედროვე ტიპის სასწავლებელი ჩამოყალიბდა. პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც კახა ბენდუქიძის დაკითხვა უკანონოდ და სასწავლებლის საწინააღმდეგო კამპანიის განახლებად შეაფასეს.
XS
SM
MD
LG