Accessibility links

logo-print

სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალების საქმეზე ბრალდებულ პირებს


სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სამეგრელოს რეგიონში არსებულ სამალავებში აღმოჩენილი, ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეომასალების საქმეზე ბრალდებულ პირებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ძებნილ მეგის ქარდავას. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ქარდავასთან ერთად ბრალდებული იყო შს-თა და თავდაცვის სამინისტროების კიდევ 12 ყოფილი თანამშრომელი. მათგან ერთი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო, სამს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, დანარჩენებს კი სასამართლომ ცხრა, შვიდი, ექვსი და ორი წლით პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG