Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: უკრაინის მოვლენები „თითქმის დაუჯერებელია“


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები „თითქმის დაუჯერებელია“. ბაიდენმა სამშაბათს, ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა, რომ პოლონეთში ჩავიდა ნატოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დასადასტურებლად. „უკრაინა... თითქმის დაუჯერებელია მოვლენები, რომლებმაც აქ მოგვიყვანა. პრეზიდენტმა მთხოვა ვარშავაში ჩამოსვლა, რათა დავადასტურო შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება, ნატოსადმი მტკიცე ერთგულება და კონსულტაციები გავმართო პოლონეთის ლიდერებთან უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ“, განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია გაღრმავდება და აშშ და ევროკავშირი დამატებით სანქციებს შემოიღებენ, თუ მოსკოვი გააგრძელებს ამჟამინდელი გეზით სიარულს. ბაიდენმა სამშაბათს ვარშავაში დაიწყო ორდღიანი ვიზიტი პოლონეთსა და ლიტვაში, უკრაინის კრიზისის ფონზე ნატოელი მოკავშირეებისადმი მხარდაჭერის დასადასტურებლად.
XS
SM
MD
LG