Accessibility links

logo-print

იაცენიუკი: რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, რუსეთთან უკრაინის კონფლიქტი „სამხედრო ფაზაში“ გადავიდა: ყირიმში რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს. იაცენიუკმა მომხდარს „სამხედრო დანაშაული“ უწოდა. ვრცელდება აგრეთვე უკრაინის სამხედრო პრესმდივნის, ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადება, რომ ყირიმში თავდასხმისას უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ნათელი არ არის, ვინ მოაწყო თავდასხმა. თავდასხმა. ყირიმის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრორუსული „თავდაცვის“ ძალების ერთი მებრძოლი მოკლეს ინციდენტის დროს. მას არ უთქვამს, ვინ იყო სავარაუდო მკვლელი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ყირიმის ლიდერებმა სამშაბათს მოსკოვში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად ხდის უკრაინის კუთვნილ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლს. დასავლეთის ქვეყნები „ტერიტორიის მიტაცებად“ მიიჩნევენ რუსეთის ამ ნაბიჯს.
XS
SM
MD
LG