Accessibility links

logo-print
ავტორი: ირაკლი კირკიტაძე

თუ თქვენი ფუნქცია ნაპოვნი გაქვთ ცხოვრებაში, არამგონია პოსტი რაიმეში დაგეხმაროთ, შეგიძლიათ დატოვოთ გვერდი. (ავტორის შენიშვნა)

სხვის შეცდომებზე სწავლა მცდარი აზრია, თუ შეცდომის ავტორი მაინც და მაინც წითელ შუქზე არ გადადის გზაზე.

სალამი, შენ იმყოფები ჩემს დაბოტოკსებულ ტვინში (პოპ ვარსკვლავის სახის კანივით გადაჭიმულია). დღეს ვისაუბრებთ ადამიანის ფუნქციის შესახებ, ანუ თემაზე ყოველი ინდივიდისთვის პანიკურად საშიშია, ფიქრი იმაზე თუ რა უნდა აკეთო მთელი ცხოვრება, რა არის შენი დანიშნულება, რა გჭირდება და რატომ. მესმის რთულია! სირთულის აღმოსაფხვრელად ჩვენ ვითამაშებთ მათემატიკური გამოთვლებით.

პირობა N1:
საქმე რითაც კავდები უნდა იყოს კომფორტული, შემოსავლიანი (როგორც მატერიალურად ასევე ფიზიკურად), მრავალფეროვანი, სასურველია იყო პატისაცემი პიროვენება, წყნეთში გასვლა უნდა შეგეძლოს ყოველ უიქენდზე საკუთარ დაჩაზე (მეგობრის არ ითველება, თვითშეფასების კოეფიციენტის დავარდნის ყველაზე კარგი საშუალებაა) ოჯახთან ერთად და შვილები საუკეთესო ვარიანტში კერძო სკოლაში უნდა შეიყვანო (არ გაბედოთ ბავშვის კერძო სკოლა „კაი ყმაში“ სწავლება, ხო ხვდებით, ბავშვის ფსიქოლოგია მეტად სათუთია საამისოდ), თუ ამის საშუალება არაა 51-ე საჯარო სკოლაში მაინც. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი შვილი სკოლიდან ცოდნის წამომღებს მაინც არ ჰგავს. ცოლის გაბოზება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც მეზობლები მაინც იტყვიან, რომ კარგი ადამიანი ხარ, შენი მეუღლე კი ყოველთვის აცვენილი ქალი იყო, ან კოჭის ექსპერტიზის მიხედვით ჩანდა ეგრე. ყველა ამ პირობის შესრულების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მოსალოცად გაქვს საქმე, ყველაფერი კარგად გამოგივიდა და თვეში ერთხელ მაინც გრჩება პირში დილის უჟმური სუნი, რაც განიშნებს, რომ ფუნქციურად დატვირთული ნანო რობოტი ხარ, რომელიც როგორც გუგლის რიგითი ფუნქცია ინტერნეტ სივრცეში დაძვრები და მილიონობით გამოუსადეგარ ინფორმაციას ამუშავებ, ისრუტავ, აფურთხებ, საცერში ატარებ. შენ წარმატებული მანქანა ხარ, ხშირად დაზეთვის პერსპექტივით. პალანიკი შენით იამაყებდა, რადგანაც შენ საკუთარი დივანი ხარ იდიოტო! რამდენი ნაბიჯი გჭირდება თავის მოკვლამდე? რამდენი დღე? რამდენი ლიტრი ვისკი? აქ ცხოვრობს ჯეკ დენიელსი, გახსოვს, იცი.

პირობა N2:
ბევრი ფიქრი და სოციალური გამიკითხვა ამისათვის ნამდვილად არ მჭირდება (მიმართლებს შენზე მეტად), რადგანაც სოციუმი ჩემ გარშემო ჩემსავით ერთფეროვანი და მოსაწყენია, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტორს, რომ მასობრივი აზროვნების ფეტიში ამ ადამიანებს არ გააჩნიათ და სწორედ ამიტომაც არიან ადამიანები და არა დაპროგრამებული მანქანები. რა თქმა უნდა ყველას ჩვენი მყარი დისკი გვაქ, გააჩნია მდგრადობას. ანუ ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებმაც უხეშად, რომ ვთქვათ კულტურა „არასწორად“ შეისწავლეს. ამ ტიპებს თქვენ ხშირად იხსენიებთ, როგორც სატანისტებად, დეგრადირებულ თაობად (არა ამაში ვცდები, სიტყვა „დეგრადაციის“ მნიშვნელობა მასამ არ იცის), ლოთებად და ამოუცნობ ობიექტებად, რომლებიც 20 თეთრის გამო მიწისქვეშა გადასასვლეში უკრავენ რაღაც იდოტურ ამერიკულ სიმღერებს, როცა ამერიკა ფაქტობრივად საქართველოს საკუთარ შტატად გადაქცევას ცდილობს. პოტენციური „სირები“, ძველქართულად კი ჩიტები, რაც არაჩვეულებრივი განმარტება მგონია. ადამიანები ფრთების გარეშე ფრენის პერსპექტივით. ბედნიერი ადამინები, დილის ლოგიკური „პახმელიით“.

სინამდვილეში ეს პიროვნებები არიან ბედნიერი ხელმოცარული რიგითი მოქალაქენი, რომლებიც აქციაზე შენზე ხშირად დადიან და რაც პირველ პირობაში გამომრჩა - ბედნიერი ადამიანებად რჩებიან. მათი ფუნქცია დღევანდელ საქართველოში საკმაოდ ლოკალური და ჩაკეტილია. ისინი აპროტესტებენ, სვამენ, ნიცშეზე საუბრობენ, ღმერთი დიდად არ ეხატებათ გულზე და ცდილობენ იმაზე ბევრი იჟიმაონ ვიდრე შეუძლიათ. ამ ადამიანებმა ჩემი სუბიექტური აზრით სწორედ ის დანიშნულება და ფუნქცია იპოვეს, რაც ყველა ქვეყანაში აუცილებლობას წარმოადგნეს - სიტყვის უფლება მოიპოვეს, თუნდაც ისინი სრულიად წარუმატებელი ტიპები იყვნენ, მათ აქვთ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი გამოუხეხავი ხახა, რომელიც თვეში ერთხელ კი არა, ყოველ დილით ერთი და იგივე სუნით პოზირებს. მათ შეუძლიათ შეგაგინონ და ეს კარგად იცი. ჩუმად, რას ყლაპავ? შენს კუჭზე ეს როგორ იმოქმედებს?

ლირიული პასაჟი:
რეჟისორმა მიშელ გონდრიმ 2008 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში „ინტერიერის დიზაინი“ კარგად აღწერა ახალგაზრდა იაპონელი წყვილის, ჰიროკოს და აკირას ცხოვრება. ეს ორი ადამიანი ჩადის ტოკიოში საკუთარი გზის გასაკვლევად, მათ უნდა იპოვონ სწორი დანიშნულება, შეძლონ ცხოვრება და არა უბრალოდ არსებობა. მამაკაცი - აკირა მალევე წარმატებული რეჟისორი ხდება, ჰიროკო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებს, ის პანიკაშია (როგორც შენ იქნები 6 წლის შემდეგ, ახლობლის დახმარებით როდესაც მოგიწევს სამსახურის შოვნა), როცა მისი შეყვარებული პარალელურად სიმაღლეებს იპყრობს. ჰიროკო უფუნქციოდ დარჩენილ მუშას ჰგავს. დაუსრულებელ ქაოსში მალევე იკვეთება მცირე ფენტეზის ნაწილაკები, პერსონაჟი ხვდება, რომ ყოველდღიურად მისი ორგანიზმი იცვლის ფორმას, თან და თან ემსგავსება ხის სკამს. ვიცი, მეც ესეთი გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ფილმს ვუყურებდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჰიროკო მთლიანად სკამად გადაიქცევა. სრულიად შემთხვევით ავტობუსის გაჩერებაზე მას პოულობს მუსიკოსი, რომელიც იყენებს, როგორც რიგით ჩეულებრივ ნივთს, ჯდება გოგონაზე, რა თქმა უნდა გაუაზრებლად. ჰიროკო აღარ ფიქრობს თავის წარმატებულ შეყვარებულზე, პოპულარობაზე ან მზარდ ხელფასზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის კმაყოფილია თავისი „სკამობით“, რადგანაც მან საბოლოოდ იპოვა თავისი ფუნქცია ცხოვრებაში, მას გაუმართლა!

ისმის კითხვა - რომელი პირობაა სწორი აღნიშნულ ამოცანაში:
1) პირობა N1
2) პირობა N2
3) ორივე არასწორია
4) საერთოდ არ უნდა წამეკითხა პოსტი

რას ფიქრობ ოდესმე იპოვი შენს დანიშნულებას ამ ცხოვრებაში? წარმატებებს გისურვებ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG