Accessibility links

აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს ყირიმის ანექსია


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ყირიმის გარშემო სატელეფონო საუბარი გამართეს. მერკელის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიულ ინტეგრაციას „მიუღებელი დარტყმა“ მიადგა. ისინი ერთმანეთს დაეთანხმდნენ იმაზეც, რომ ყირიმის გამოყოფის შესახებ16 მარტის რეფერენდუმით, უკრაინის კონსტიტუციის და საერაშორისო სამართალი დაირღვა და ამდენად, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება „ლოგიკური“ შედეგია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები, რომლებიც დააწესეს უკრაინაში ინტერვენციის გამო, სრულიად მიუღებელია და ამას მოჰყვება შედეგები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლავროვმა ეს განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის სატელეფონო საუბრისას. საუბარი შედგა მას მერე, რაც უკრაინის, ყირიმის ანექსია ოფიციალურად გამოცხადდა მოსკოვში. რუსეთს საპასუხო შესაძლებელი ნაბიჯები არ გამოუცხადებია.
XS
SM
MD
LG