Accessibility links

ნატოს გენერალურმა მდივანმა დაგმო ყირიმის ანექსია


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დაგმო რუსეთის ქმედება, ანექსია გაუკეთოს უკრაინის ტერიტორიას, ყირიმის ნახევარკუნძულს და განაცხადა, რომ რუსეთი „სახიფათო გზას“ დაადგა. ბრიუსელში რასმუსენმა თქვა, რომ გმობს პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ ახალ კანონს, რომელიც ყირიმს რუსეთის ნაწილად გადააქცევს. მისივე თქმით, რუსეთმა ყურად არ იღო მოწოდებები, ემოქმედა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რასმუსენის თქმით, რუსეთის ასეთი ნაბიჯები გამოიწვევს მოსკოვის შემდგომ საერთაშორისო იზოლაციას.
XS
SM
MD
LG