Accessibility links

logo-print

უკრაინის თავდაცვის მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ყირიმში არ უშვებენ


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ვიტალი იარემასა და თავდაცვის მინისტის მოვალეობის შემსრულებელ იგორ ტენიუხს ყირიმის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ, ამის თაობაზე თვითგამოცხადებული ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აკსიონოვმა განაცხადა. „მათ ყირიმში არავინ ელოდება და უკან გააბრუნებენო“, - აღნიშნა აკსიონოვმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ტენიუხსა და იარემას დაავალა სასწრაფო გამგზავრება ყირიმში, სადაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა წუხელ მომხდარი შეტაკების შედეგად. უკრაინული წყაროების ინფორმაციით სიმფეროპოლში განლაგებულ უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში რუსმა სნაიპერმა ერთი სამხედრო მოსამსახურე მოკლა და ერთი დაჭრა. ყირიმის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დაიღუპა ორი კაცი, რომელთაგან ერთი „თავდაცვის რაზმის“ წევრია.
XS
SM
MD
LG