Accessibility links

logo-print

მიმართვა მწერლების გადასარჩენად


მარიამ წიკლაური, ცირა ყურაშვილი

მარიამ წიკლაური, ცირა ყურაშვილი

„გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მწერლები შიმშილობენ. ისინი ფიზიკური გადარჩენის საშიშროების წინაშე დგანან. არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მწერალთა სხვადასხვა გაერთიანებასა და ცალკეულ მწერალთა შორის იმ დახმარების თანაბრად განაწილებას, რომელიც გამოიყოფა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. მოვითხოვთ სახელმწიფომ უახლოეს მომავალში შეიმუშაოს ზოგადი სტრატეგია ქართველ ხელოვანთა (მწერალთა) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და ამ მიმართულებით ყველა ინიციატივა იყოს საჯარო“, - ეს მხოლოდ მცირე ამონარიდია იმ მიმართვიდან, რომელიც 17 მარტს (გალაკტიონ ტაბიძის თვითმკვლელობის დღეს), მწერალთა სახლში პოეტმა მარიამ წიკლაურმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე წაიკითხა და იქ შეკრებილ მწერლებს მისი ხელმოწერისაკენ მოუწოდა. მიმართვის ადრესატი საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად, კულტურის სამინისტროა, ასევე მწერალთა სხვადასხვა გაერთიანება. რას მოითხოვენ მწერლები და რატომ დასჭირდათ მათ ხელისუფლებასთან მიმართვებით ლაპარაკი? ამ თემაზე სასაუბროდ სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ მწერლები მარიამ წიკლაური და ცირა ყურაშვილი.
XS
SM
MD
LG