Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 მარტს დაიწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი საქართველოში


24-26 მარტს იგეგმება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის დროს დაგეგმილია საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრების მრგვალი მაგიდა ნატოს სამეკავშირეო ოფისში, შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან და სხვა. გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ვიზიტის განმავლობაში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა შიდა რეფორმები, საერთაშორისო უსაფრთხოება, რეგიონული სტაბილურობა და სხვა.
XS
SM
MD
LG