Accessibility links

logo-print

ვენაში მეორე დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანის და მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები ვენაში შეხვედრის მეორე დღეს დასკვნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის თანახმად, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, რაც მას ოპტიმისტურად განაწყობს, რომ ირანისა და მსოფლიო ქვეყნების ლიდერები დათქმულ ვადებში, 20 ივლისისთვის მიაღწევენ შეთანხმებას. შეხვედრის მორიგი რაუნდი 7-8 აპრილს გაიმართება.მოლაპარაკებების მონაწილეები ცდილობენ შეიმუშაონ გრძელვადიანი შეთანხმება დასავლეთის ბრალდებების პასუხად, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანი ამ ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG