Accessibility links

ჯო ბაიდენი: რუსეთი იზოლაციის „ბნელ გზას“ დაადგა


ლიტვაში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიის განხორციელებით იზოლაციის „ბნელ გზას“ დაადგა. ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან და ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინსთან შეხვედრაზე, ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნატო პასუხს გაცემს, მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ აგრესიას. ბაიდენის თქმით ნატოს მოახლოებულ უელსის სამიტს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოიყენებს იმისათვის, რათა დაარწმუნოს ალიანსის წვერი ქვეყნები, რომ შესრულდება ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსზღვრული კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რუსეთის ქმედებებს ყირიმში „მთელი რეგიონისათვის პირდაპირი საფრთხე უწოდა.“ ჯო ბაიდენი სამშაბათს ვარშავაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ- მინისტრ დონალდ ტუსკსა და ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა.
XS
SM
MD
LG