Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: "ეს არის ჩემი და ბიძინას ურთიერთობა"


„ბიძინას კომენტარები, დამოკიდებულება და აზრი ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, კრიტიკა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მას შეკითხვა დაუსვეს ტელეკომპანია „იმედთან“ გუშინდელი ინტერვიუს დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ გიორგი მარგველაშვილით ერთგვარად იმედგაცრუებულია. „ბიძინამ ისაუბრა, რომ იყო გარკვეული თემები, რომლებზეც ვერ შევთანხმდით, თუმცა არ ვაპირებ საჯაროდ გამოტანას იმისა, რაზეც ვსაუბრობდით, რადგან ეს არის ჩემი და ბიძინას ურთიერთობა და არა მედიის მეშვეობით ბიძინასთან ჩემი ურთიერთობა“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეკითხვას გავრცელებულ ვერსიაზე, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, „ასეთი თემა არ წამოწეულა.“
XS
SM
MD
LG