Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი


საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი. დღეს ამერიკელი გენერალი თბილისში შეხვდა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და გენერალური შტაბის უფროსს გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს 2014 წლის შემდეგ ავღანეთის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვის საკითხები. ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ამერიკელ გენერალთან შეხვედრისას საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე. რიჩარდ ტრაიონის განცხადებით, ოკუპაცია და რუსეთის ჯარების უკანონოდ ყოფნა უკრაინაში, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ერთ კონტექსტში განიხილება.
XS
SM
MD
LG