Accessibility links

შებმის თეორია გენდერული თანასწორებით


ავტორი: ანა ჯაფარიძე

სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა, არ მახსოვს როგორ მაგრამ ამბავი მთელმა კლასის ბიჭებმა გაიგეს. მეორე დღეს სკოლის ეზოში შესასვლელთან იდგნენ, როცა შესვლა დავაპირე ის ტიპი წამოიწია და იქვე მდგარ წინა დღის ნაწვიმარ გუბეში ჩამაგდო. შევცბი, ცოტა დავიმორცხვე, შემეშინდა. დაბადების დღეზე დაგვპატიჟა მთელი კლასი, მე სიხარულით წავედი, მოსაწვევი თავის ხელით დაწერილი დაგვირიგა, დროებით წამოვედი რადგან ჩემებმა არ იცოდენენ. ბაბუამისმა მანქანით წამომიყვანა, ჩამიცვი წითელი კაბა და საჩუქარიც წავუღე პატარა კონიაკები. მას მერე გამომდის ყოველთვის პირველი ნაბიჯს ვდგამ და ვუკეთებ საჩუქარს საყვარელ ადამიანს. ძნელად მახსენდება საპირისპირო. ირგვლივ თაყვანისცემლების არმია ყავდათ მეგობარ გოგოებს, მათი “პაკლოები” კი გამოიჩეოდენენ ყურადღებით ყოველთვის (ყვავილები იქნებოდა თუ სადმე დაპატიჟება). ერთი გამონაკლისი მახსოვს ჯგუფელს მოვწონდი, ყვავილები მოცემა მარტო გაუჭირდებოდა სხვა გოგოებისთვისაც რომ არ ეყიდა. ფლირტი ხშირად მქონდა, დღემდე მაქვს, ჯერ კიდე სკოლის პერიოდში მომწონდა, ამ ქაღალდებით თამაში გადმოცემული ემოცია, არშიყი. სტუდენტობისას კი გავიხსენებ ლექსების მოძღვა იყო ერთი ორჯერ. ერთმა ნიკოლოზ ბარათაშვილის “საყურე წამიკითხა”, მეორემ ზვიად თვარაძის ლექსი სახელი არ მახსოვს, მერე ამას ალებული ამბორიც მოყვა, მაგრამ შეკავებული. ტრადიციული გარიგება ბევრი იყო, მაგარამ უშედეგო. მხოლოდ წამიერი გაელვება მოწონება და გაგრძელება მხვდებოდა, რაც მარცხით მთავრდებოდა. მაგრამ არსებობდა სხვა შებმის სახეობები, ტელეფონით საათიანი საუბარი, პარკებში დაპატიჟებები და ა.შ. ადვილი მისახვედრია რისთვის? თუ იმას გავითვალისწიენბთ რომ ქუჩაში ბიჭი გაგჩერებდა და გთხოვდა ტელეფონს, ან მანქანა აგეკიდებოდა, ან კიდე ვინმე ანანისტი ვარაზის ხევის ჩასახვევთან მაშინ “დანძრეული” გქონდა. თუმცა დღეს “ზასაობები” აკრძალეს პარკებში, მაგრამ რამედენ თქვენგანს გაგჩენიათ სურვილი ამის გაკეთების? შემთხვევით გამსველესაც კი გაუპროტესტებია, მაგრამ გამაღიზიანებელი რომ გახდა ამიტომაც ეკისრებათ ასლარიანი ჯარიმა. (ცოტა სასაცილოთ მეჩვენება). ჩემს მეორე შეყვარებულს გზის ფულიც არ ჰქონდა ხოლმე, აქეთ სიგარეტის ფულზე ვუმატებდი ერთხელ, ამიტომაც ხშირად ქუჩებში ხეტიალი გვიხდებოდა, არც მე ვიყავი გამონაკლისი. რას ნიშნავს მაინც რომ გიყვარს? ვერ გრძნობ სიცივეს, ვერ გრძობს ის გადაგიხდის თუა არა ტრანპორტის ფულს, ან მოგაცილებს სახლში. ბრმა ხდები, ემოციები გაწვება, კოტროლი იკარგება. გაზაფხულია ყველაფერი ყვავდება, ვინ იცის რამდენის გულია აყვავებული.. უცბად ბრმა თვალები დაემსგავსება რეალურ გამოხედვას, აი მაშინ კი გრძნობა ილევა. რთულია ცალმხრივი გრძნობაც, თან როცა მეგობარია შენს წინაშე კი რამეს დაშავებს და ბევრს პატიობ, მისი მოწერილი სხვანაირად გეჩვენება, მისი ყურადღებაც. ბევრჯერ განმიცდია ამდაგვარი, პირველი გადამიდგავს ნაბიჯი, უშედეგო აღმოჩენილა. მამაკაცის მხრიდან სხავნაირი დაშორებებიც განიმცდია, უპერსპეკტივო სამომავლო ურთიერთობები, ასაკის სხვაობა, “მე შენ მომწონხარ, მაგრამ მხოლოდ სექსისთვის”, “არ ვარ შენი ღირსი”, ბევრი ასეთი მარგალიტების გახსენება მომიწევს რომ მივყე. რატომ დავწრე ყოველივე ეს? ხშირად მეგობარი მეუბნებოდა, იმდენს მსჯელობ წერა უნდა დაიწყო. თან ის მხოლოდ ჩემი სასიყვარულო ისტორიების მსმენელი ყოფილა და არის კიდევ. ხოდა დავიწყე ჩემს მაგალითზე შემოგთავაზებთ ვარიაციებს გატეხილ გრძნობებზე. ქალებს ბოლო დროს ფემინისტებად მონათლავენ, მაგრამ ბევრ შემთხევაში შენ თავზე ბევრს იღებს ხდები დამოუკიდებელი, ვერ ცდები ფემინისტობას. ამ შემთხევაშიც რამდენიმე ფემინისტურ გჯუფს განვიხილავ, რადიკალურებს (არ ცობენ მამაკაცს, არ იღებენ 8 მარტს საჩუქარს, არიან ინფანტილურები), არა რადიკაურები (ცნობენ მამაკავს, იღებენ საჩუქრებსაც, არაიფანტილურები არიან). რვა მარტზე გამახსენდა, ყოველი დღე რვა უნდა იყოს? დღეს ნაჩუქარი ყვავილების ფოტოების გამოფენაზე არაფერს ვამბობ. გენდერული თანაწორება ორმხრივ დატვირთვას ითვალსიწინებს, მაგრამ მამაკაცებს ხშირად სხვანაირად ესმით. დღესდღეობით ქალს ორმაგი ტვირთი აქვს, მამაკაცი არ ერევა ან მეორე ხარისხოვანია. მისი ფუნქციები შემცირდა. ხანდახან პროტესტს იწვევს, გადადის ძალადობაში. ქალის შურს კაცს, მითუმეტეს წარმატებულის და მასზე მაღლა დგომის. თავის მოვალებასთან ერთად გარეთაც უნდა იშრომოს და ოჯახი არჩინოს, ქმრის სამსახურზეც იზრუნოს, ბევრი სხვა წრვილმანი. ინტერნეტში გავრცელებული ფილმი ქართველ ქალებზე საზღვარგარეთ მწარე რეალობას გვაჩვენებს თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა. იქიდან გამოგზავნილი თანხა კი მის უმუშევარ ქმარს ხმარდება, თან ქმარს რომელიც “რქებს” ადგამს ხშირ შემთხვევაში, ან კიდევ შვილს რომელიც გზას აცდა. დროის გასვლის შედეგად კაცებს მხოლოდ ერთი მოვალეობა დარჩათ, ხო ბევრი კრიტიკულად შეხედავს რასაც ვწერ, მაგრამ რელობა მაწერინებს ამ ყველაფერს. ალბათ ასეთი “ტროელი ქალების” ბედი, გლოვა, შვილი, ქოწინება, ომი ყველაფერი დედაკაცის გადასატანია. ის ყბადაღებული 90იანელები, უშუქობა, შიმშილი, ლამფის სუნი, გარეთ ცეცხლზე წყლის ადუღება, “გრძელი ნათელი დღეებივით” პურის რიგში დგომა, ხო ამ სპექტაკლის ნახვის მერე გამახსენდა ეს ფილმიც. ჩემზეც გადაირა ამ ყველაფერმა, რაც გვანახა რეჟისორმა სპექტაკლით თუ ფილმით. მაგრამ ბევრი ტკბილი მოგონებაც იყო, თავისებური სუნი ჰქონდა ამ ყველაფერს, როცა ასაკში შედიხარ კიდევ უფრო თბილად გახსენდება. ქალის როლი მთლიანად შეცვალა ამ პერიოდმა, ის გახდა მამაც და დედაც. მაშინ დაიწყო უკვე ჩვენთან გენდერული თანასწორება, მაგრამ ამას თანასწორებას უფრო ვერ დავაქმევდი, ეს იყო კაცის უფუნქციოდ დარჩენა. თუმცა ბევრ მამაკაცმა თავის თავზე აიღო ოჯახური საქმეები (ერთი ორმა) ჯოხის გარდატეხა დედაკაცზე ხდებოდა. დედკაცზე გამახსენდა ბევრი შესაბამისი სიტყვა გვაქვს ქართველებს, დედაბოძი, დედაენა, ახლა კიდევ არ მახსენდება, მაგრამ დედაკაცი ეს სიტყვა გენდერის თანასწორების სიტყვის მნიშვნელობას გადმოცემს სრულად თან ერთად იწერება, შერწყმულია, დავუფიქრდეთ ამ სიტყვას იქნებ ასე მოვახერხოთ თანაცხოვრება დედაკაცურად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG