Accessibility links

ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში უკრაინელი სამხედროები კვლავ ბლოკირებულნი არიან


სიმფეროპოლი, 2014 წლის 19 მარტი

სიმფეროპოლი, 2014 წლის 19 მარტი

რუსეთის პრეზიდენტისა და პარლამენტის ორივე პალატის შემდეგ, ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე კრემლში გაფორმებული შეთანხმება კანონიერად ცნო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ ფონზე კი, ანექსირებულ სევასტოპოლში უკრაინული სამხედრო ბაზის გარშემო სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

უკრაინული წყაროების ინფორმაციით, წუხელ სიმფეროპოლში განლაგებულ უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს რუსმა სნაიპერმა ცეცხლი გაუხსნა და ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოკლა და ერთი დაჭრა. ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, მოქმედებდა ერთი და იგივე სნაიპერი, რომელმაც უკრაინელი ჯარისკაცი და ყირიმის „თავდაცვის რაზმის“ წევრი მოკლა.
ის პატრიოტული შემართება, რაც ყირიმსა და რუსეთშია, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებენ, სადაც ჩვენგან ელიან მხარდაჭერასა და დახმარებას, რაც დღეს ხალხს ნამდვილად ესაჭიროება...

ამ ფონზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ვიტალი იარემასა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ იგორ ტენიუხს ყირიმის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ეს გადაწყვეტილება მიიღო ანექსირებული ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აკსიონოვმა, რომელიც დღეს დახმარებას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ რუსი ეროვნების მოქალაქეებსაც დაჰპირდა:

„ის პატრიოტული შემართება, რაც ყირიმსა და რუსეთშია, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებენ, სადაც ჩვენგან ელიან მხარდაჭერასა და დახმარებას, რაც დღეს ხალხს ნამდვილად ესაჭიროება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პატრიოტულ სულისკვეთებას შევინარჩუნებთ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ მცხოვრებთა მიმართაც“.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ 19 მარტს უკანონო უწოდა რუსეთის პრეზიდენტისა და პარლამენტის ორივე პალატის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე 18 მარტს კრემლში ხელმოწერილ შეთანხმებას. საპირისპირო ვერდიქტი გამოიტანა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინმა:

„კონსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული შეთანხმება შეესაბამება რუსეთის კონსტიტუციას. ყველაფერი ეს განაპირობა მოვლენებმა, პრეზიდენტის თხოვნამ, არ ვმსხდარიყავით გულხელდაკრეფილნი“.

ანდერს ფოგ რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენი

ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაგმო რუსეთის ქმედება - ანექსია უკრაინის ტერიტორიისა, ყირიმის ნახევარკუნძულის - და განაცხადა, რომ რუსეთი „სახიფათო გზას“ დაადგა.

იგივე გაიმეორა ლიტვაში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესა და ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინსთან შეხვედრაზე ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნატო პასუხს გასცემს მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ აგრესიას. ბაიდენის თქმით, ნატოს მოახლოებულ უელსის სამიტს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოიყენებს ალიანსის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ შესრულდება ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რუსეთის ქმედებებს ყირიმში „მთელი რეგიონისათვის პირდაპირი საფრთხე უწოდა“.
XS
SM
MD
LG