Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ყირიმში პასპორტებს გასცემს, უკრაინა რუსეთს ვიზებს უწესებს


რუსეთმა ყირიმის მოსახლეობას პასპორტების დარიგება დაუწყო და აცხადებს, რომ ისინი ახლა რუსეთის მოქალაქეები არიან. პარალელურად, უკრაინა აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს დაუწესებს. ოფიციალური პირების ცნობით, უკრაინა ასევე დატოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას. ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ყირიმის პრო-მოსკოვურად განწყობილმა ლიდერებმა გააფორმეს ხელშეკრულებები, რომლებიც ყირიმს რუსეთის ნაწილად აქცევს. დასავლეთი ყირიმის ანექსირებას გმობს - მას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მოსკოვს ამ ნაბიჯისთვის დასჯის. ყირიმში დაძაბულობის მატების ფონზე, პრო-რუსულმა ძალებმა ოთხშაბათს ხელში ჩაიგდეს სულ მცირე ერთი უკრაინული საზღვაო ბაზა და დააკავეს ფლოტის ხელმძღვანელი. უკრაინის ძალებმა თავიანთი პოზიციები დატოვეს. ძალადობის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG