Accessibility links

logo-print

ეშტონი „არსობრივს“ უწოდებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის „არსობრივი“ საუბარი შედგა მოლაპარაკების მეორე რაუნდზე, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ხანგრძლივი უთანხმოების გადაჭრის მიზნით გაიმართა. ეშტონის თქმით, მხარეები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ 7-9 აპრილს, ვენაში. ეშტონის თქმით, მოლაპარაკება, რომელიც ვენაში დღეს დასრულდა, შეეხო ირანის ურანის გამდიდრების პროგრამას, მძიმე წყლის ობიექტ არაკს - რომელსაც პლუტონიუმის შესაძლო წყაროდ მიიჩნევენ - და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების საკითხს. იანვარში ამოქმედდა ექვსთვიანი, შუალედური შეთანხმება ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს და აშშ-ს შორის.
XS
SM
MD
LG