Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ოკეანეში, სავარაუდოდ, აღმოჩენილია დაკარგული ავიალაინერის ორი ნაწილი


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა, რომ არსებობს ორი ობიექტის სატელიტური გამოსახულება, რომელიც შესაძლოა 8 მარტს გაუჩინარებული „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ნაწილები იყოს. გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა დღეს ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ „გამოჩნდა ახალი, სარწმუნო ინფორმაცია... ინდოეთის ოკეანის სამხრეთში“. ებოტის განცხადებით, ობიექტების აღმოჩენის ადგილი თვითმფრინავის სავარაუდო გეზს ემთხვევა. ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღმოჩენილი ობიექტებიდან უფრო დიდი 24 მეტრი სიგრძის არის და თვითმფრინავის სავარაუდო ნაწილები ავსტრალიის ქალაქ პერთიდან სამხრეთ-დასავლეთით, 2500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ავსტრალიის საჰაერო ძალების თვითმფრინავები უკვე გაფრინდნენ ობიექტების აღმოჩენის ადგილისკენ, რომ უკეთესად შეისწავლონ ისინი. „მალაიზის ავიახაზების“ თვითმფრინავი კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა. ძებნა მიმდინარეობს ორი დიდი საჰაერო დერეფნის მიდამოებში, ერთი სამხრეთსა და შუა აზიას აკავშირებს. მეორე კი ინდოეთის ოკეანის სამხრეთისკენ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG