Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯალალაბადში მოწყობილი თავდასხმისას 2 პოლიციელი და თალიბანის 5 მებრძოლი დაიღუპა


ავღანეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ჯალალაბადში თალიბანის მეომრებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას ორი სამართალდამცავი და ხუთი თავდამსხმელი დაიღუპა. თალიბანის მეომრები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას. ნანგარარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა აბდულ ზია აჰადზაიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა დაიწყო დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით. პოლიციის წარმომადგენლის ჰაზრატ ჰუსეინ მაშრაკივალის ინფორმაციიით, აფეთქების შედეგად სერიოზულად დაზიანდა ახლოს მდებარე სახელმწიფო ტელევიზიაც. თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა მედიისთვის გავრცელებულ ცნობაში დაადასტურა, რომ თავდასხმა თალიბანის მეომრებმა მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG