Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ-სთვის პრიორიტეტია გაუჩინარებული ავიალაინერის სამძებრო სამუშაოები


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ავიაკომპანია „მალაიზია ეარლაინსის“ გაუჩინარებული სამგზავრო ავიალაინერის სამძებრო სამუშაოები ამერიკისთვის პრიორიტეტულ დავალებას წარმოადგენს. პრეზიდენტმა ეს განცხადება ტელეკომპანია „ფოქსნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ავიალაინერი, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 8 მარტს რადარების ეკრანებიდან გაუჩინარდა. უპრეცედენტო მასშტაბის სამძებრო სამუშაოებმა, რომელშიც რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, შედეგი ვერ გამოიღო. გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ობამას სიტყვებით, შეერთებული შტატები იყენებს მათ ხელთ არსებულ ყველა სამძებრო რესურსს და მჭიდროდ თანამშრომლობს მალაიზიის ხელისუფლებასთან.
XS
SM
MD
LG