Accessibility links

logo-print

კიევი ემზადება ყირიმიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის


უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ყირიმიდან უკრაინის იმ მოქალაქეების ევაკუაცია დაევალა, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა არ სურთ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ანდრეი პარუბიმ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "მინისტრთა კაბინეტს დაევალა შეიმუშაოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი, რომლებიც არ ისურვებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენას", - აღნიშნავს პარუბი. მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს დაევალათ უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა.
XS
SM
MD
LG