Accessibility links

logo-print

ჯალალაბადში მოწყობილ თავდასხმას ემსხვერპლა 18 ადამიანი


ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მოწყობილ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 10 პოლიციელი იყო, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და შვიდი თავდამსხმელი. დაღუპულთა შორის არის რაიონის პოლიციის უფროსი. ჯალალაბადში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას 14 პოლიციელი დაიჭრა. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენერალმა მუჰამედ აიუბ სოლანგიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს დილით მომხდარში მონაწილეობდა თვითმკვლელი თავდამსხმელი და გამოყენებული იყო დისტანციური მართვის ორი ბომბი. სოლანგის თანახმად, თავდასხმას მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირება ავღანელ სამხედროებთან, რამაც 4 საათს გასტანა. თალიბანის წარმომადგენელ ზაბიულა მუჯაჰიდის მიერ მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდასხმა თალიბანის მებრძოლების მიერ იყო დაგეგმილი. თალიბანს სურს ჩაშალოს ავღანეთში მომავალ თვეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG