Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში ჩავიდა


გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი დღეს მოსკოვში ჩავიდა. „ინტერფაქსი“ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ გენერალური მდივანი ხუთშაბათს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. შეხვედრის შემდეგ პან გი მუნი კრემლში ჟურნალისტების წინაშე წარდგება. მოგვიანებით გაეროს გენერალური მდივანი კიევში ჩავა.
XS
SM
MD
LG