Accessibility links

logo-print

მერკელი: ევროკავშირი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციისათვის


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები მორიგ სამიტზე გამოთქვამენ მზადყოფნას რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციისათვის, ეკონომიკური სანქციების ჩათვლით. ამ შინაარსის განცხადება ანგელა მერკელმა გააკეთა დღეს, გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას. მისივე თქმით, მოსკოვთან ამჟამინდელი დაძაბულობა ნიშნავს იმას, რომ „დიდი რვიანი“ აღარ არსებობს. დღეს ბრიუსელში, თბილისის დროით, 19:30 საათზე იწყება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც იმსჯელებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხო ზომებზე. მოსალოდნელია, რომ გაუქმდება ევროკავშირ-რუსეთის ივნისისთვის დაგეგმილი სამიტი. პარასკევს უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს.
XS
SM
MD
LG