Accessibility links

logo-print

რუსეთის დუმამ მოახდინა ყირიმის ანექსიის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხუთშაბათს საგანგებო სხდომაზე მოახდინა რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. პარასკევს ყირიმის ანექსიაზე იმსჯელებს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაც - ფედერაციის საბჭო. ყირიმი უკრაინის ავტონომიური რეგიონია, რის გამოც აშშ და დასავლეთის დანარჩენი ქვეყნები უკანონოდ მიიჩნევენ რუსეთთან მის მიერთებას. იუწყებიან ასევე, რომ გაეროს ჟენევის ოფისში უკრაინის ელჩის, იური კლიმენკოს განცხადებით, სახეზეა იმის ნიშნები, რომ რუსეთი აპირებს სამხედრო ინტერვენციას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ხუთშაბათს მოსკოვში მართავს შეხვედრებს, ხოლო პარასკევს კიევში ჩადის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. რუსეთი ოთხშაბათს შეუდგა ყირიმის მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგებას, რადგან ახლა მათ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG