Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ ზრდის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიის გამო. ობამამ ვაშინგტონში გამოაცხადა, რომ სანქციები მიმართულია მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირების, ისევე როგორც მთავრობის მხარდამჭერი „მნიშვნელოვანი რესურსების“ მქონე ინდივიდებისა და ერთი ბანკის წინააღმდეგ. ამასთან, ობამამ, მისივე თქმით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სანქციები რუსეთის ეკონომიკის საკვანძო მნიშვნელობის სფეროების მიმართ, თუ ასეთი ნაბიჯი საჭიროდ ჩაითვლება.
XS
SM
MD
LG