Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი: უქმდება ევროკავშირ-რუსეთის ზაფხულის სამიტი


საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ყირიმის ანექსიის გამო უქმდება რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომელიც წელს ივნისში უნდა გამართულიყო. ოლანდმა ამის შესახებ განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე. მან „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და დასძინა, რომ შეწყდება „პოლიტიკური ურთიერთობა“ მოსკოვთან. ოლანდმა აღნიშნა ასევე, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, მეტი სანქცია დაუწესოს რუსეთს მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში შემოიღო ზომები 20-მდე რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG