Accessibility links

მოსკოვმა გამოაცხადა სანქციები ამერიკელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ


რუსეთმა გამოაცხადა ამერიკელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომლებსაც მიმართავენ მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციებზე საპასუხოდ. დასავლეთმა ეს ზომები შემოიღო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ცხრა მოქალაქეს, მათ შორის კანონმდებლებს აეკრძალათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. სანქცირებულთა სიაში არიან სენატორები ჯონ მაკკეინი, რობერტ მენენდესი, ჰერი რეიდი, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯონ ბეინერი, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სამი თანაშემწე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს შეერთებული შტატების მიერ მიღებულ ყოველ მტრულ ზომას“.
XS
SM
MD
LG