Accessibility links

logo-print

ობამამ ირანელებს ნოვრუზი მიულოცა და გამოთქვა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების იმედი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხუთშაბათს ირანელებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ არსებობს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შანსი, თუ თეირანი გადადგამს ნაბიჯებს დასავლეთის დასარწმუნებლად, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ამის შესახებ ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომლითაც ობამამ ნოვრუზი მიულოცა ირანელებს. ნოვრუზით, რომელიც სპარსულად „ახალ დღეს“ ნიშნავს, ირანში აღინიშნება ახალი წლის დასაწყისი. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს, მათ შორის საქართველოში. ობამა ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება „ახალ შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას“ მოუტანდა ირანელ ხალხს.
XS
SM
MD
LG