Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი ერთმანეთს სანქციებს უწესებენ


აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთს სანქციები დაუწესეს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ტერიტორიის, ყირიმის ანქსიის გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხუთშაბათს გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებზე, რომლებიც მიმართულია 20 ინდივიდისა და ერთი ბანკის წინააღმდეგ. 20-კაციან სიაშია, მაგალითად, სერგეი ივანოვი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსი. ბანკის შემთხვევაში, საქმე ეხება „ბანკ როსიას“, რომელსაც აშშ მოიხსენიებს მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირების „პირად ბანკად“. ამასთან, ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც გზას უხსნის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას რუსეთის ეკონომიკის მთელი სფეროების წინააღმდეგ. ობამას მიერ სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება ზომებზე ამერიკელი კანონმდებლებისა და ოფიციალური პირების მიმართ. სამინისტროს განმარტებით, რუსეთში შესვლა აეკრძალა ცხრა კაცს, მათ შორის სენატორ ჯონ მაკკეინს. ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირმა გააუქმა რუსეთთან ივნისისათვის დაგეგმილი სამიტი.
XS
SM
MD
LG