Accessibility links

logo-print

პრაღის სასაფლაოზე რუსული მემორიალური დაფა მოხსნეს


სადავო რუსული მემორიალური დაფა პრაღის ოლშანის სასაფლაოზე მოიხსნა, რადგან ის საბჭოთა არმიის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა. 1968 წელს, საბჭოთა ნაწილებმა, ვარშავის ხელშეკრულების სხვა ჯარებმან ერთად პრაღა დაიკავეს. ეს იყო მიზეზი, რომ ჩეხეთში მემორიადური დაფა, რომელიც ავღანეთის ომის რუსი ვეტერანების კავშირის ინიციატივით მიერ იქნა დამონტაჟეული, აღიქმებდა, როგორც ოკუპანტების პატივისცემა. ოლშანის სასაფლაოს ადმინისტრატორმა, მარტინ ჩერვენიმ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ იმავე კავშირმა მოსხნა დაფა, რადგან მას უკმაყოფილება მოჰყვა. მემორიალურ დაფაზე წარწერა იყო: „სამარადისო დიდება დაცემულ გმირებს, ინტერნაციონალისტებს და მშვიდობის დამცველებს“. სიტყვა ინტერნაციაონალისტი ჩეხების მიერ გაგებული იქნა როგორც საბჭოთა ოკუპანტები. ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელმა, ოლეგ გონჩაროვმა განაცხადა, რომ მას არ ეგონა, თუ დაფაზე წარწერას ასე გაიგებდნენ, მისი თქმით, მას არაფერი აქვს საერთო 1968 წლის ოკუპაციასთან, ის გულდისხმობდა ავღაპნეთის ომის ვეტერანებს და სამშვიდობო ძალებს ყველა ქვეყნიდან "ჩვენს დროში".
XS
SM
MD
LG