Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლში პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ხომალდები დაიკავეს


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სულ მცირე, სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი დაიკავეს პრო-რუსულმა ძალებმა სევასტოპოლის ნავსადგურში. ვლადისლავ სელეზნიოვის თქმით, პრო-რუსული ჯარები შეიჭრნენ გემ ტერნოპილზე, ხოლო არეალი გადაკეტეს რუსმა ჯარისკაცებმა. მისივე ცნობით, კიდევ ორი გემი დაიკავეს პრორუსულმა ძალებმა. არა ცნობილი სხვა ოთხი ხომალდის ბედი.
XS
SM
MD
LG